სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დიღმელაშვილი ონლაინ რესურსების შესახებ
თბილისის
# 59 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დიღმელაშვილი USAID-ის
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი ონლაინ რესურსების შესახებ გვიზიარებს
გამოცდილებას:
„სამოქალაქო
განათლების პროგრამის ,, მომავლის თაობა" ფარგლებში შექმნილმა ციფრულმა რესურსებმა
გამიადვილა სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ონლაინ სწავლების პროცესი. მოსწავლეები
განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქვიზებით- კითხვები მოსანიშნი პასუხებით. აღსანიშნავია
იმ მოსწავლეების აქტიურობა, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში უფრო პასიურები იყვნენ.
„მოსწავლეებმა
ციფრული რესურსის ჯგუფში დადების მომენტიდან ძალიან მალე გამომიგზავნეს შესრულებული
დავალებების პასუხები“ - ამბობს ნინო დიღმელაშვილი, თბილისის # 59 საჯარო სკოლის სამოქალაქო
განათლების პედაგოგი.