PH International-ის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ სასკოლო სამოქალაქო განათლების პროგრამებში, მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი საზაფხულო ბანაკების კომპონენტი, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. ეს იყო კარგი შესაძლებლობა არამარტო ახალი ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების მიღება-გაზიარების მხრივ, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აქტიური მოსწავლეების და წარმატებული პედაგოგების გაცნობა-დამეგობრების, ერთობლივი სამოქალაქო პროექტების მომზადებისა და განხორციელების მხრივაც. ამ მიმართულებით რეგულარულად ეწყობოდა რამოდენიმე ტიპის ბანაკი: 

1. საზაფხულო ბანაკი „მე აქტიური მოქალაქე“;

2. ინტეგრაციის ბანაკი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სექტორის სკოლების მოსწავლეებისთვის;

3. სამოქალაქო განათლების ბანაკი პედაგოგებისთვის.

სტატისტიკა:

სულ მოსწავლეთა ბანაკში მონაწილეთა რაოდენობა: 1254

სულ პედაგოგთა ბანაკებში მონაწილეთა რაოდენობა: 232