23rd Ja

რაჭაში, სოფელ სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივ თვითმმართველობას საგზაო უსაფრთხოების პრობლემით მიმართეს.

მოსწავლეების კვლევამ აჩვენა, რომ თემში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა სახიფათო მოსახვევებში სარკეების არარსებობა, რის გამოც წარსულში ავარია მოხდა და ადამიანებიც დაშავდნენ.


სადმელის თემის საკრებულოს თავმჯდომარის შუამავლობით, მოსწავლეები შეხვდნენ ამბროლაურის მერს - დავით მხეიძეს. შეხვედრიდან ერთ კვირაში მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა სარკეები, ამჟამად კი მიმდინარეობს მათი განთავსება.