23rd Oc

სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლალი სიჭინავა წარადგინა.

სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში. როგორც ლალი სიჭინავა ამბობს, პროგრამამ მის პროფესიულ ზრდასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა:
"USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართვამ სარგებელი მომიტანა როგორც მე, მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს, სკოლას და თემს. პროგრამამ მომცა შესაძლებლობა ჩემი გაკვეთილები გამხდარიყო ინოვაციური, კრეატიული და პროექტულ სწავლებაზე ორიენტირებული, კლუბის მუშაობა კი სახალისო და საინტერესო. ყოველივე ეს ხელს უწყობს აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბების პროცესს."
ლალი სიჭინავა ასევე აღნიშნავს, რომ მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყენებს ყველა შესაძლებლობას, რასაც მათ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა სთავაზობს:
"მოსწავლეებმა შეიძინეს პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის გზების ძიების, ასევე თვითმმართველობასთან და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის უნარები. სასკოლო, თუ თემის პრობლემებს ვუწევთ ადვოკატირებას შესაბამის ორგანიზაციებთან და შედეგსაც ვაღწევთ. მონაწილეობას ვღებულობთ მცირე საგრანტო კონკურსებში, ვართ 2021 წლის გამარჯვებული. ასევე, სასიხარულო ფაქტი იყო 2020 წლის გურიის წარმატებული სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ტიტულის მიღება. მასწავლებელი ყოველთვის უნდა იყოს სიახლეების მაძიებელი, პროფესიული ზრდით მოტივირებული. ამიტომ, კიდევ უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს და პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობისთვის მუდამ მზად არის."
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება და სწორედ ამ დღეს მოხდება 10 საუკეთესო მასწავლებლისთვის პრემიების გადაცემა.