მცირე გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებს, რომ

სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

მცირე გრანტების კონკურსი ცხადდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის

ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს

(USAID) მიერ. მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დაფინანსდება მოსწავლეების

განსაკუთრებული, შემოქმედებითი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ

ჩართვას სკოლისა თუ საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში.

პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც მოიაზრება

მოსწავლეთა შორის სამოქალაქო ცნობიერები ს ამაღლება და დემოკრატიულ

პროცესებში მათი მონაწილეობა.

მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ USAID-ის სამოქალაქო

განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12

კლასის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ამ ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.  

ასევე შესაძლებელია ჩამოტვირთოთ და გაეცნოთ პროექტის  პროექტის წერისა და

მართვის სახელმძღვანელოს, რომელიც მომზადებულია სამოქალაქო განათლებისა და

პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

დამატებითი დეტალების სანახავად და მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობსი

მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ საიტს: www.initiatives.ge.