20th Ap

თამარ ჯინჭარაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლე და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა

"როცა თვითმმართველობის თავჯდომარედ ამირჩიეს, არანაირი გამოცდილება არ მქონდა ამ მიმართულებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ კი საშუალება მომცა შემეძინა ის უნარები, რომლებიც დამეხმარა მუშაობის პროცესში. ვისწავლე თუ როგორ ვითანამშრომლო თემთან, დირექციასთან, მოსწავლეებთან და როგორ გავუკეთო ორგანიზება ღონისძიებებს. შესაძლებლობა მომეცა გამეზიარებინა სხვა სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების მუშაობის გამოცდილება. ამ ყველაფერმა გააფართოვა ჩემი თვალსაწიერი და გამზარდა პიროვნულად."

თამარმა მეგობრებთან ერთად განახორციელა პროექტი "გამრჯე ხელები“, რომლის ფარგლებშიც შეიძინეს საკერავი მანქანა და დაიწყეს სამეწარმეო საქმიანობა სკოლაში. მისი თქმით, ამ აქტივობამ მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია და ზოგიერთმა სამომავლო პროფესიაც კი იპოვა. ასევე, თამარმა აქტიური კამპანია ჩაატარა თემში სკოლის თვითმმართველობის მნიშვნელობასა და საქმიანობაზე, რამაც გაზარდა მათი მხარდამჭერების რიცხვი. 


"ჩემი აზრით, სამოქალაქო განათლების სწავლების მთავარი მიზანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის აღზრდა. ასეთი ადამიანები ქმინიან ძლიერ სახელმწიფოს." - ამბობს თამარი.