23rd Ja

თბილისის #175 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუხიანის აგარაკების ტერიტორია დაასუფთავეს.

პრობლემის მოგვარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობამ მიმართა გლდანის რაიონის გამგეობას. თანამშრომლობის შედეგად, მოზარდებმა "თბილსერვისის" ჯგუფთან ერთად დაასუფთავეს დანაგვიანებული ტერიტორია. მათ ინიციატივას მხარი დაუჭირა სკოლის დირექციამაც, რომელმაც მოსწავლეები ტრანსპორტით უზრუნველყო.