19th Oc

ზვიად ნიქაბაძე, სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

 "პროგრამა „მომავლის თაობა“ ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის განვითარების, აქტიურობის, ცოდნის შეძენისა და პრაქტიკული მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობაა. საინტერესო ტრენინგებში ჩართულობამ მნიშვნელოვანი და სასარგებლო ცოდნა შემძინა, რომელსაც საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ვიყენებ.
პროგრამის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოები ძალიან ღირებული და ინფორმაციული რესურსია პედაგოგისთვის, რომელიც მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემაში მეხმარება. სწავლების პროცესში სახელმძღვანელოდან გამოყენებული აქტივობებით მათ სწავლისადმი მოტივაცია და პასუხისმგებლობა აუმაღლდათ, განუვითარდათ კარგი მოქალაქის უნარ-ჩვევები. მოსწავლეებმა პროექტების შედგენა და მათი პრაქტიკულად განხორციელება ისწავლეს, კერძოდ - პრობლემის იდენტიფიცირება, პარტნიორთა შერჩევა და თანამშრომლობა, კონფლიქტების მართვა, საზოგადოებრივი საქმიანობის გააზრება, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი, თანმიმდევრული ქმედებების დაგეგმვა. მათ ახლა უკეთ შეუძლიათ ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, დემოკრატიული პრინციპების დანერგვა თავიანთ სკოლასა და თემში და ამ პრინციპებით მოქმედება.
ამიტომაც მიმაჩნია, რომ პროგრამა ,,მომავლის თაობა’’ საუკეთესო შესაძლებლობაა საკუთარი უნარების განვითარებისთვის და დემოკრატიულ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისთვის"- ამბობს ზვიად ნიქაბაძე, სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.