4th Apr

"USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ ხელი შეუწყო ჩემი შესაძლებლობების გამოვლენას და სამოქალაქო პროცესში ჩართულობას." - ამბობს დავით ბერიკაშვილი, სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

დავითი სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი და მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური წევრია. მრავალი სხვადასხვა აქტივობიდან გამოარჩევს პროექტს მეწარმეობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა დეკორატიული სანთლების წარმოება და გაყიდვა დაიწყეს. მისი თქმით, მოსწავლეების ინიციატივებს მუდამ მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაცია და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.


"მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი მასწავლებელი არის, პირველ რიგში, კარგი მეგობარი და ადამიანი, რომელსაც საკუთარი საქმე უყვარს. რომ არა მისი მონდომება და შრომისმოყვარეობა, არც ერთი აქტივობა სრულყოფილი არ იქნებოდა."


დავითი იხსენებს, რომ ბებნისის სკოლის მოსწავლეების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მშობლების გააქტიურება და მათი ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში, რომელსაც უკვე მიაღწიეს. მისი აზრით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლეების ცხოვრების საინტერესოდ წარმართვას და თანატოლებს ურჩევს, რომ ეს შესაძლებლობები გამოიყენონ.


"სამოქალაქო განათლება ხელს უწყობს იმ უნარ-ჩვევების გავითარებას, რომლებიც შემდგომ ცხოვრებას უფრო საინტერესოს და აქტიურს ხდის. გვეხმარება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაში და დამოუკიდებელ ადამიანებად გვაყალიბებს."