24th Fe

სოციალური მედია - ახალი შესაძლებლობები

 ჩვენი სკოლა ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში“ 2012 წლის იანვრიდან ჩაერთო. მეც პირველივე საინიციატივო ჯგუფში გავწევრიანდი. მაშინვე დავინტერესდი პროგრამის სოციალური მედიის მიმართულებით და პირველივე ტრენინგში მივიღე მონაწილეობა. ტრენინგმა მომცა  ცოდნა სოციალური მედიის შესახებ. შევქმენი ბლოგი ,,ახალი ხედვა“ http://akhalikhedva.wordpress.com , რომელიც ჩვენი კლუბის საქმიანობას ასახავს. თანატოლებსაც გავუზიარე მიღებული ცოდნა და მათაც შექმნეს ბლოგები. სოციალურ ქსელებს აქტიურად ვიყენებთ საკლუბო მუშაობის დროს სხვადასხვა აქტივობების დასაანონსებლად და ორგანიზებისთვის.

ორჯერ გავიმარჯვე პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარები გამომადგა, რომ  მეთანამშრომლა ერთერთ სპორტულ საიტთანაც, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ვწერდი. http://www.liverpoolfc.ge

დღეს სოციალური მედიის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. ახლა ვიდეოსიუჟეტების მომზადებით დავინტერესდი, ვმონაწილეობ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში. მინდა, ამ მიმართულებით უფრო  გავძლიერდე.

ირაკლი ტოგონიძე, მცხეთის#2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ახალი ხედვა“ წევრი და  ბლოგის ავტორი.