მოსწავლეები სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ
ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, მოსწავლეები სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბის და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობით, სოფელში დასუფთავების და გამწვანების აქციები მოეწყო.
თვითმმართველობის დახმარებით მოსწავლეებმა 100-მდე ნაძვის ნერგი დარგეს, ხოლო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოფელში ნაგვის ურნები დაიდგა.