28th No

მოსწავლეები ეკოლოგიაზე ზრუნავენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების და  საკრებულოს  წარმომადგენლების თანამშრომლობის შედეგად სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო. 

საკრებულოს წარმომადგენლებმა სკოლას კედარის და ტუიას ნერგები გადასცეს  და გამწვანების აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა. 

კლუბის წევრები ასევე ესტუმრნენ საკრებულოს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს  საკლუბო საქმიანობა გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს.