პროექტი "წყალი მწყურვალს"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში განახორციელდა პროექტი „წყალი მწყურვალს,“ რომლის მიზანი სკოლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა იყო. სოფელში არ არის წყალგაყვანილობის სისტემა და სკოლის წყლით მომარაგება არ ხდებოდა. პროექტის ფარგლებში სკოლის სამოქალაქო კლუბმა სკოლისათვის შეიძინა 500 მეტრი წყალსადენი მილი, ხელსაბანი ნიჟარა, ონკანი, პლასტმასის წყლის ავზი და სამშენებლო მასალა. ასევე მოსწავლეებმა წარმატებით ითანამშრომლეს სკოლის ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან.  სწორედ მათი დახმარებით შეირჩა ავზი, საიდანაც შესაძლებელი გახდა სკოლის წყლით მომარაგება, გაიჭრა არხი და ჩაიყარა მილები. 
სამოქალაქო კლუბის წევრებმა  ასევე ჩაატარეს სემინარები ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და ჰიგიენის დაცვის აუცილებლობის საკთხებზე. 
პროექტის განხორციელების შედეგად სკოლას უწყვეტად მიეწოდება სასმელი წყალი, შესაბამისად დაცულია ჰიგიენის ნორმებიც. პროექტის უშუალო ბენეფიციარია სკოლის 253 მოსწავლე და 42 პედაგოგი. 
2013 წლის 15 თებერვალს პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა  აღნიშნეს, რომ სამოქალაქო განათლების საგანი პრაქტიკულ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზეა დამყარებული. პროექტის განხორციელების პროცესში  მათ სწორედ ეს პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს და  პარალელურად სკოლის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა მოაგვარეს.