მოსწავლეების ინიციატივით, ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში ველოსადგომი გაკეთდა.
ველოსადგომის მოსაწყობად საჭირო თანხა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა “გაზაფხულის ფესტივალის” ფარგლებში შეაგროვეს, რომელიც ჩვენი პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. ხელნაკეთი ნივთების, უალკოჰოლო სასმელებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდა მოსწავლეთა ინიციატივის განხორციელებას.