სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა აჭარაში

აჭარის მასშტაბით სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტნიორი სკოლების 160 წარმომადგენელი: მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ.


შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა მოწვეული ექსპერტისგან მიიღეს ინფორმაცია სათემო ჩართულობის და ადვოკატირების შესახებ. ასევე, ჯგუფურად იმსჯელეს სკოლაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების გზებზე და წარმოადგინეს ადვოკატირების საპროექტო იდეები, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში განახორციელებენ.


შეხვედრის მეორე ნაწილში შეფასდა პროგრამის ფარგლებში ნახევარი წლის მანძილზე გაწეული მუშაობა. ასევე, მონაწილეები გაეცნენ პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასკოლო თვითმმართველობის გზამკვლევის პრეზენტაციას, ხოლო პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებმა საკლუბო მუშაობის და მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტების პრეზენტაცია გააკეთეს.