მოსამართლე სიმონ ჩხაიძე იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს შეხვდა
მოსამართლის პროფესიას, სასამართლო სისტემის სპეციფიკას, კიბერბულინგის პრევენციის სამართლებრივ მექანიზმებს და ახალგაზრდა მოსამართლეების დასაქმების საკითხებს ეხებოდა მოსამართლე სიმონ ჩხაიძესთან შეხვედრის დროს მოსწავლეების მიერ დასმული კითხვები.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძემ იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებთან მოსამართლის პროფესიაზე და საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე ისაუბრამონაწილეებმა მოსწავლეების მიერ განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის, ნაადრევი ქორწინების და ბულინგის პრევენციის საკითხებზე გამართულ საინფორმაციო კამპანიებს ასახავდა.
შეხვედრა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ და პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრა ორგანიზებული იყო პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ.