ტრენინგი აჭარაში - სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელოს გამოყენება

2012 წლის 7–8 აპრილს, ბათუმში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აჭარის რეგიონის სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და კლუბების წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი სამოქალაქო კლუბების  სახელმძღვანელოს დანერგვისა  და გამოყენების საკითხებზე.
ტრენინგის მონაწილეებმა შეაფასეს ტრენინგის საჭიროება და მნიშვნელობა.  
”ტრენინგის მსვლელობის დროს ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე, განსაკუთრებით გამოვყოფდი თემის საჭიროებების კვლევას და კლუბის როლს კვლევის პროცესში.  ადვოკატირება კლუბის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა და წარმატებული ადვოკატირების წარმოებისთვის მნიშვნელოვანია კვლევების ჩატარება.  ვთვლი, რომ ეს ტრენინგი გააუმჯობესებს ჩვენი კლუბის მუშაობის ხარისხს“,- მადონა გვარამია,  ბათუმის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის კოორდინატორი.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება დავსწრებოდი აღნიშნულ ტრენინგს. ტრენერმა ნათია გიორგიძემ ძალიან კარგად შესძლო ჩვენამდე მოეტანა წიგნის თითოეული თავი, ტრენინგზე მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება საკლუბო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში,“ -მარიამ მორჩაძე–სკოლა „ნიკეს“ სამოქალაქო კლუბის ლიდერი.
ტრენინგს დაესწრო აჭარის რეგიონის 24 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი,   კლუბის კოორდინატორი და სამოქალაქო კლუბის ლიდერი  (სულ 36 მონაწილე). 
ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.