24th Fe

მარიამ ამბოკაძე, გორის #7 საჯარო სკოლა

ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო და გადავწყვიტე პირველად მადლობა გადაგიხადოთ, იმისათვის, რომ ასეთ შესაძლებლობებს გვაძლევთ ახალგაზრდებს, რომ გავაქტიურდეთ და ვიყოთ უფრო თავისუფალი აზროვნების ადამიანები.
 თავიდანვე დიდი სურვილი მქონდა, რომ მესწავლა სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენება და ვყოფილიყავი ბლოგერი, სხვა ბლოგერების მსგავსად. მართლაც რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია სოციალურ მედიას, თუ მას მიზანდასახულად გამოიყენებ. ბევრი კეთილი საქმის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაგეხმარებათ.
ერთ დღეს, როდესაც სოციალურ ქსელში გამოცხადდა  წიგნების შეგროვების კამპანია -  „ერთად ვიზრუნოთ“ (რომელიც გულისხმობდა ქალაქ მიუნხენში მცხოვრები ქართველებისთვის ბიბლიოთეკის შექმნას), ძალზედ დავინტერესდი და სურვილი გამიჩნდა ჩემი წვლილი შემეტანა ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეში. ჩემი ბლოგის საშუალებით დავგეგმე კამპანია „ერთად ერთმანეთისთვის“, რომელსაც ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, რის შედეგადაც 50 წიგნის შეგროვება შევძელით
, რომლებიც შემდგომში პროექტის კოორდინატორს თბილისში გავუგზავნე. მას იმდენად გაეხარდა, რომ დამირეკა და დიდი მადლობა გადამიხადა, რამაც დიდი სტიმული მომცა ჩემი ბლოგის საშუალებით უფრო მეტი კეთილი საქმე  ვაკეთო. ამასთან ერთად, ჩემს გამოცდილებას სხვებსაც ვუზიარებ და ვცდილობ ბევრი ადამიანი ჩაერთოს კეთილი საქმის კეთებაში.