25th Fe

სალომე ჩადუნელი, ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქტორი

ჩემთვის, რაიონში დაბადებული და გაზრდილი ბავშვისთვის, სამოქალაქო განათლების პროგრამა ერთგვარი გარდატეხა იყო. PH International-მა, დონორმა ორგანიზაციამ USAID-მ და პარტნიორმა ორგანიზაციამ შიდა ქართლში „ბილიკმა” საშუალება მომცა საკუთარ თავში ახალი უნარები აღმომეჩინა, ჩემი აზრი ხმამაღლა გამომეხატა და საუბართან ერთად პრობლემების მოგვარებაზე მემუშავა.


სამოქალაქო განათლების პროგრამამ დამანახა ჩემი ადგილი საზოგადოებაში, მომცა შესაძლებლობა გამომეხატა საკუთარი თავი და დამეხმარა, სწორად განმესაზღვრა სამომავლო პრიორიტეტები, რაც ვფიქრობ მოვახერხე.


დღეს მე ჟურნალისტი ვარ. ღირებულებები და სტანდარტები, რომელიც ჩემს პროფესიულ ეთიკას პირდაპირ უკავშირდება პრაქტიკით არ შემიძენია. ყველაფერი წლების წინ სამოქალაქო განათლების პროგრამამ ჩამოაყალიბა და დღემდე მეხმარება სწორი ხაზების გავლებაში.