4th Jul

ნატო ოსაძე - სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის მოსწავლე

2016 წლის 20 ივნისიდან, სამოქალაქო განათლების პროგრამის ‘’მომავლის თაობა’’ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისში გავიარე სტაჟირება და მინდა გითხრათ, რომ საუკეთესო 2 კვირა იყო ჩემს ცხოვრებაში. უამრავი შემეცნებითი ისტორია, კანონთა კრებული, კოდექსის მუხლები და თავები ვისწავლე, გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, მოქალაქეებთან ურთიერთობა ვისწავლე. როდესაც საიას იურისტები კონსულტაციებს იძლეოდნენ, ვაკვირდებოდი მათ მეთოდოლოგიას და ვსწავლობდი, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს. დიდი სურვილი მაქვს ვისწავლო და მეც გამოვადგე ჩემს ქვეყანას, მოქალაქეებს და ჩემი ასაკის ბავშვებს მეც გადავცე ის გამოცდილება, რაც აქ მივიღე და მივიღებ კიდევ მომავალში.  
 
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  პროექტს "მომავლის თაობა’’, თელავის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, იმ გამოცდილების გაზიარებისთვის და იმ ღრმა პატივისცემისთვის, რასაც მოქალაქეების მიმართ იჩენენ.