7th Jul

ანა ჩეხუტსკაია, გორის #6 საჯარო სკოლის მოსწავლე

„რამდენიმე წელია, რაც აქტიურად ვთანამშრომლობ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკთან“, მისი მეშვეობით ჩავერთე  სამოქალაქო განათლების პროგრამაში "მომავლის თაობა",  რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. სხვა კუთხით დავინახე საკუთარი თავი, შევაფასე ჩემი შესაძლებლობები და მივხვდი, რომ სწორედ ის მინდოდა ცხოვრებაში მეკეთებინა, რასაც ეს პროგრამა მთავაზობს. უფრო მეტად დავრწმუნდი საკუთარ  შესაძლებლობებში, რაც მთავარია, გამიჩნდა მოტივაცია იმისა, რომ ვაკეთო უფრო მეტი და სხვადასხვა ასპექტში გამოვცადო საკუთარი თავი.  
 
ეს პროგრამა არის ჩემი წარმატების  უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და  მე დღეს აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო აქტივობებში, ვარ მრავალი პროექტის მონაწილე, ვთანამშრომლობ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან,  ვარ ახალგაზრდა ლიდერი, თანატოლგანმანათლებელი  და მაქვს მიღწევები. ამ პროგრამამ განაპირობა ის, რომ  შევიძინე მნიშვნელოვანი  უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელურობა, კრეატიულობა, ლიდერული თვისებები და ა. შ. მომავალში არ ვიცი რა პროფესიას ავირჩევ , მაგრამ ის კი დაზუსტებით ვიცი , რომ აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრებ და ვურჩევ ყველა ჩემს თანატოლს იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები.  
 
და მართლაც, იმისათვის, რომ გახდე წარმატებული საჭიროა: მიზანი, შრომისმოყვარეობა და რწმენა საკუთარი თავის!..