17th Fe

თბილისის #213 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოებაზე იზრუნეს

თბილისის #213 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივის და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის და შპს „გზაჯვარედინის“ მიერ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა საგზაო ნიშნები და დაიხაზა ზებრა გადასასვლელი, რომელიც მოგვიანებით მოსწავლეებმა  მოხატეს.


მოსწავლეებმა თავდაპირველად ჩაატარეს კვლევა საგზაო შემთხვევების, ავტოავარიებისა და დაზარალებულთა რაოდენობის გამოვლენის მიზნით. კვლევის შედაგად დადგინდა, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ნიშნები თითქმის არ არსებობს და ხშირად ხდება საგზაო წესების დარღვევა, როგორც მძღოლების, ასევე ქვეითების მიერ. 

პრობლემის გადაჭრის მიზნით, მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოიწვიეს ავტო სკოლის წარმომადგენელი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესების და საგზაო ნიშნების უკეთ გაცნობის მიზნით მოსწავლეებს ჩაუტარა საინფორმაციო შეხვედრა, მოეწყო  შეხვედრა ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელთან, თემში საგზაო ნიშნების ცნობიერების ამაღლების მიზნით კი მოსწავლეებმა გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის კი ჩატარდა ვიქტორინა საგზაო ნიშნების და საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტის დასასრულს შედგა თანამშრომლობა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურსა და შპს „გზაჯვარედინთან. “  სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა საგზაო ნიშნები და დაიხაზა ზებრა გადასასვლელი, რომელიც მოგვიანებით მოსწავლეებმა  მოხატეს.