11th Ju

თელავის N6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ერთობა" წევრი მოსწავლეების

თელავის N6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ერთობა" წევრი მოსწავლეების
ინიციატივით განხორციელდა ადვოკატირების კამპანია უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფრის შექმნის მიზნით. კლუბის ლიდერმა ვერიკო მაისურაძემ, კლუბის სხვა წევრებთან ერთად მოაგროვა ხელმოწერები მოსახლეობაში და ოფიციალური განაცხადი შეიტანეს თელავის საკრებულოში, საკითხი განხილვის პროცესშია და მოსწავლეები პასუხს ელოდებიან.

კლუბის წევრმა მოსწავლეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს სკოლის ეზოში რეკრეაციული ზონის მოწყობაში. მათ ითანამშრომლეს თელავის მკვიდრ ორანჟერიის ხელმძღვანელთან, რომელმაც მოსწავლეებს გადასცა მცენარეების ნერგები სკოლაში მწვანე ზონის მოსაწყობად.