10th Au

ბათუმის საერო ელიტარული სკოლა „გორდას“ სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლის წინ დაიდგა საგზაო ნიშანი „ფრთხილად ბავშვები“

ბათუმის საერო ელიტარული სკოლა „გორდა“  განთავსებულია ცენტრალური გზის გასწვრივ, სადაც არ არსებობდა  საგზაო ნიშანი, რომელიც მძღოლებს მოუწოდებდა სიჩქარის შენელებისკენ. ამის გამო, მოსწავლეები ვერ კვეთდნენ  გზას უსაფრთხოდ და  ხშირად იქმნებოდა საავარიო სიტუაცია.   სასკოლო სამოქალაქო კლუბმა მოამზადა წერილი ბათუმის თვითმმართველი საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის სახელზე აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით. შედეგად, კლუბ „გორდას“ ინიციატივა დაკმაყოფილდა და სკოლის წინ დაიდგა საგზაო ნიშანი „ფრთხილად ბავშვები“.