17th Se

ლესიჭინეს #2 საჯარო სკოლის პროექტი ,,ახდენილი ოცნება“

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს  #2 საჯარო სკოლაში მცირე გრანტის პროექტი ,,ახდენილი ოცნება" განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო სკოლის სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია.  
 
სკოლის სააქტო დარბაზის განახლების საქმეში, მოსწავლეებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის ინიციატივით, გაერთიანდნენ თემის სხვადასხვა წარმომადგენლები.  სკოლის ადმინისტრაციამ დარბაზისთვის შეიძინა ფარდები, მშობლებმა და თემის  წარმომადგენლებმა სკოლას ფინანსური და სამშენებლო მასალით დახმარება გაუწიეს, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა სკოლას კათედრა გადასცა შეხვედრებისთვის, ლიბერთი ბანკის ჩხოროწყუს ფილიალმა კი, სკოლის ანგარიშზე ჩარიცხა 450 ლარი, ლამინირებული იატაკის შესაძენად და დასაგებად. ხოლო, გრანტით გათვალისწინებული თანხით სკოლამ შეიძინა სამშენებლო მასალები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა და დამონტაჟდა რკინის კარი. 
 
პროექტის განსახორციელებლად, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ მოსწავლეები, მშობლები და თემის წევრები. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს სარემონტო სამუშაოებში. 
 
პროექტის განხორციელების შედეგად სკოლას აქვს კეთილმოწყობილი სააქტო დარბაზი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარ-ჩვევების უკეთ წარმოჩენასა და განვითარებას. სკოლაში იფუნქციონირებს მოსწავლეთა თეატრი, ჩატარდება სხვადასხვა სახის სასკოლო ღონისძიებები. მოსწავლეები შესძლებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. 
 
პროგრამას ,,მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სამეგრელოს რეგიონში პროგრამის  პარტნიორია ასოციაცია „ათინათი“.