31st Ju

"ჩვენ ვქმნით ჯანსაღ გარემოს"

ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის კირცხის  #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივისა და სხვადასხვა სტრუქტურებთან კარგად განხორციელებული  თანამშრომლობის შედეგად, სკოლაში მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა. 
 
ახალი სასწავლო წლისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის #1 საჯარო სკოლას ექნება მოწესრიგებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემა, რომელიც   წლების განმავლობაში მოემსახურება სკოლას. 
*** 
ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის კირცხის  #1 საჯარო სკოლის მცირე გრანტის  პროექტი  "ჩვენ ვქმნით ჯანსაღ გარემოს" მიზნად ისახავდა სკოლის ინფრასტრუქტურის, კერძოდ წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას. რადგან პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში მცირე გრანტით მიღებული თანხა არ იყო საკმარისი პრობლემის სრულად მოგვარებისთვის,  მოსწავლეებმა დახმარებისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ დავით გოგუას მიმართეს,  რომელმაც მხარი დაუჭირა მოსწავლეების ინიციატივას და სკოლას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 1500 ლარი გადაურიცხა.  თანხების მოძიება ამით არ დასრულებულა, მოსწავლეებმა  ლიბერთი ბანკის ჩხოროწყუს ფილიალის ხელმძღვანელს მიმართეს დახმარებისთვის, რომელმაც  სკოლას ჩაურიცხა 500 ლარი. აღნიშნული თანადაფინანსების მეშვეობით შესაძლებელი გახდა მთლიანად მოწესრიგებულიყო წყლის და საკანალიზაციო სისტემა სკოლაში. ინიციატივას მხარი დაუჭირა სკოლის ადმინისტრაციამ და სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. 
 
ახალი სასწავლო წლისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის #1 საჯარო სკოლას ექნება მოწესრიგებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემა, რომელიც   წლების განმავლობაში მოემსახურება სკოლას. 
 
პროგრამას ,,მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სამეგრელოს რეგიონში პროგრამის  პარტნიორია ასოციაცია „ათინათი“.