20th Ma

ხელედის მოსწავლეების ადვოკატირების პროცესი წარმატებით დასრულდა

2015 წლის 8 მაისს ხელედის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სასიხარულო წერილი მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ სოფლის დახმარების პროგრამის ფონდიდან გამოიყო 3000 ლარი, რომელიც მოხმარდება სოფელ ხელედის საჭაპანო  ხიდის მშენებლობას და  2 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას". 
 
ყველაფერი კი ასე დაიწყო - ხელედის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ახალი თაობა" წევრებმა სოფელში არსებული პრობლემების დასადგენად გამოკითხვა ჩაატარეს. სოფლის მოსახლეობის უმეტესობა სოფელში დაზიანებული გზის აღდგენის საკითხს აძლევდა უპირატესობას. მოსწავლეებმა თემში ხელმოწერები შეაგროვეს და  წერილობით მიმართეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელს ბატონ ტუხა ჩანქსელიანს.  
 
„სოფელში   სკოლასთან მისასვლელი  გზა,  რომლითაც სარგებლობენ  მოსწავლეები, პედაგოგები და თემის წევრები არის დაზიანებული და წვიმის დროს საერთოდ შეუძლებელია ამ გზით სარგებლობა“- ნათქვამი იყო წერილში. 
 
სკოლის გზის აღდგენის მიზნით მოსწავლეები დაესწრნენ შეხვედრას, სადაც  ,,სოფლის დახმარების პროგრამის" პრიორიტეტული საკითხების განხილვა მიმდინარეობდა  და წარადგინეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის და გამოკითხვის შედეგები. 
 
მოსწავლეების ადვოკატირებით,  პრობლემა სოფლის მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდა.