19th Ma

საჩინოს მოსწავლეების ინიციატივით სკოლის ტერიტორიაზე თხილნარი გაშენდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ბორჯღალო“ წევრების ინიციატივით, სკოლის მფლობელობაში არსებული 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი მოწესრიგდა  და შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის. 
 
წლების განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია დაფარული იყო ქვებით და სარეველა მცენარეებით. მიწის ამ მონაკვეთის დამუშავების და გაშენიანების მიზნით მოსწავლეებმა მიმართეს სკოლის დირექციას, ხოლო მათ მოსწავლეთა ინიციატივა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელს გააცნეს. რესურსცენტრის წერილობითი შუამდგომლობის შედეგად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სკოლის ადმინისტრაციის მიერ დაანგარიშებული ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით, სკოლის ანგარიშზე   2977 ლარი გადარიცხა.  
 
საჩინოს სკოლის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი უკვე შემოიღობა, გაიწმინდა  და მასზე თხილნარია გაშენებული. კლუბის წევრები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ნაკვეთის დამუშავებაში და ნარგავების მოვლაში. მათი წარმატებული ადვოკატირების შედეგი წლების განმავლობაში იქნება სკოლის ერთ-ერთი დამატებითი შემოსავლის წყარო.