20th Fe

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მონაწილე, კურსდამთავრებული - ლიკა მეტრეველი

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მეცხრე კლასის  მოსწავლე და სამოქალაქო კლუბის „პეგასის“ წევრი ლიკა მეტრეველი აქტიურად ჩაერთო კლუბის საქმიანობაში. თავდაპირველად ლიკამ და მისმა მეგობრებმა ბავშვთა უფლებების შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს, ხოლო შემდგომში განხორციელებული მცირე გრანტის პროექტი მოხალისეობრივ საქმიანობას ეხებოდა. შემდეგ, ახალგაზრდულ ფორუმზე,  პროგრამის მონაწილე სკოლების მოსწავლეებთან ერთად, თბილისის სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და დაგეგმეს კლუბის მომავალი საქმიანობა. აქტიური მოსწავლისათვის უნიკალური შესაძლებლობა პიროვნული ზრდისათვის ბაზალეთის ლიდერთა ბანაკი აღმოჩნდა. აღნიშნულმა გამოცდილებამ ლიკას პიროვნულ და კარიერულ ზრდას შეუწყო ხელი.

 „დღეს, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ბევრად მცირე იქნებოდა შანსი იმისა, რომ გავიმარჯვებდი მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამა  „FLEX-ში“, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას ვცდილობ შევინარჩუნო მოხალისეობრივად აქტიური ცხოვრების სტილი, რომელიც ჩემს მიერ დაგროვებულ 150-ზე მეტ მოხალისეობრივ საათში გამოიხატება. თუმცა, დღითი დღე ვაცნობიერებ, რომ რიცხვებსა და საათებს მნიშვნელობა ეკარგება, როდესაც მოხალისეობის ნამდვილ გემოს გაიგებ. 

ასევე სიამაყით შემიძლია ავღნიშნო, რომ ამ პროექტის მეშვეობით კიდევ ერთ წარმატებას მივაღწიე აშშ-ში. კერძოდ, ამჟამად ვმონაწილეობ „PH-International-ის“ ამერიკული ფილიალის ონლაინ პროგრამაში, რომელიც ეხება სოციალური მედიის გამოყენებას სოციალური ცვლილებისთვის (Global New Media Lab). რამდენიმე დღის წინ კი შევიტყვე, რომ გავხდი პროგრამის ფინალისტი და მარტში მივდივარ ახალგაზრდულ ტექნიკურ ბანაკში, ვერმონტის შტატში“ - ამბობს ლიკა მეტრეველი.

ლიკა  სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში გატარებულ დროს ასე აფასებს:  „იმის მიუხედავად, რომ ბანაკი მხოლოდ 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა, ბაზალეთში მაინც უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე. გავიგე კიდევ უფრო მეტი მოხალისეობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით, უფრო დაზუსტებით ვისწავლე, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბო, დაგეგმო და წარმატებით განახორციელო ესა თუ ის ინიციატივა და, რაც მთავარია, შევიძინე უამრავი მეგობარი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებთანაც დღესაც აქტიური ურთიერთობა მაქვს. დარწმუნებული ვარ სასკოლო სამოქალაქო კლუბში მიღებული გამოცდილება კიდევ ბევრჯერ გამომადგება“