6th May

„თეატრი ყველასია“

გორის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა  ახალგაზდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტის   „თეატრი ყველასია“ ფარგლებში ჩაატარეს ადვოკატირების კამპანია შშმ პირებისათვის თეატრის გარემოს ადაპტირების მიზნით.
 
მოსწავლეები   შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების,  თეატრის ადმინისტრაციის  და სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლებს, ასოციაცია „ინვალიდთა კლუბის“ თავმჯდომარეს  ქ-ნ თინა ბრეგვაძეს და ისაუბრეს პრობლემის  გადაჭრის გზებზე; კლუბის წევრებმა  მოაწყვეს მსვლელობა დევიზით „ჩვენ გვინდა ადაპტირებული გარემო“,  ჩაატარეს მოსახლეობის გამოკითხვა - ,,უნდა მოხდეს თუ არა თეატრის გარემოს ადაპტირება შშმ პირებისთვის?“  გამოიკითხა 100-მდე ადამიანი.    წერილობით მიმართეს თეატრის ადმინისტრაციას  მხარი დაეჭირა ინიციატივისთვის.

ადვოკატირების კამპანიის შედეგად მოსწავლეებმა თეატრის დირექტორის ბ-ნ ნიკო კვირიკაშვილის  წერილობითი პასუხი მიიღეს: „გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაცია მხარს უჭერს მოსწავლეთა  ინიციატივას და უზრუნველყოფს პანდუსს  შშმ პირებისათვის. რადგან თეატრი კულტურულ-ისტორიული ძეგლია და შეუძლებელია პანდუსის მიშენება, სპექტაკლებისა და ღონისძიებების დროს გამოყენებული იქნება ასაწყობი რკინის პანდუსი“.