31st Ma

ACETT პედაგოგთა გადამზადების პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

2011 წლის 25 მაისს პედაგოგთა გადამზადების პროგრამამ სახელწოდებით "დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება" მიიღო აკრედიტაცია საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესების ეროვნული ცენტრის მიერ. კურსი შეიქმნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International-ი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) პარტნიორობით.