19th Ma

სპორტული ინვენტარი საგარეჯოს სკოლებს

საგარეჯოს #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ახალი მიმართულება“ წევრებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართეს ინიციატივით - სკოლებში სპორტული ინვენტარის შეტანის შესახებ. საკრებულომ განიხილა მოსწავლეთა ინიციატივა და მხარი დაუჭირა მას. 2014 წლის ბიუჯეტში გამოიყო 2000 ლარი სკოლებისთვის სპორტული ინვენტარის შესაძენად.

,,ჩვენ მუდმივად გულისყურით ვეპყრობით მოსწავლეთა ინიციატივებს, რომელიც მათთვის სარგებლის მომტანია, განსაკუთრებით მიხარია ის, რომ მათი აქტივობები  მიმართულია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისკენ, ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ სამოქალაქო კლუბებთან თანამშრომლობას და დავუდგებით მხარში მრავალი სასიკეთო საქმის კეთებისას“ -სთქვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ ბ-ნმა ილია ჭიაურელმა.