3rd Feb

ახალი სპორტული მოედანი ონის საჯარო სკოლაში

ონის საჯარო სკოლის ეზოში იყო სპორტული მოედანი, რომელიც დაინგრა რაჭაში მომხდარი მიწისძვრის დროს და სკოლა დარჩა სპორტული მოედნის გარეშე. სკოლის ეზოში ძირითადი შენობის გვერდით არსებობდა  ავარიული, ასევე მიწისძვრისგან დაზიანებული შენობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა როგორც  მოსწავლეებს,  ასევე სოფლის მოსახლეობას.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ეს საკითხი  სკოლის დირექტორთან,  ქალბატონ დალი რაზმაძესთან განიხილეს. საჭირო იყო ავარიული შენობის დანგრევა და მის ადგილას  სპორტული მოედნის აშენება.  რადგან  შენობის დემონტაჟისა და სპორტული მოედნის მშენებლობისთვის საჭირო სახსრები სკოლას არ გააჩნდა მოსწავლეები შეხვდნენ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ბატონ გივი მეტრეველს, რომელმაც მოსწავლეებს დახმარება  და საჭირო ღონისძიებების გატარება დაპირდა აღნიშნული პრობლების  მოსაგვარებლად.

მოსწავლეებმა აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შესახებ რწმუნებულისგან   წერილობითი პასუხი მიიღეს.
 
მოსწავლეთა ინიციატივის შედეგად სკოლის ეზოში დაინგრა ძველი შენობა და  მის ადგილას აშენდა ახალი ლამაზი და თანამედროვე სპორტული მოედანი. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 40,500 ლარი შეადგინა. დღეისათვის ეს სპორტული მოედანი ამშვენებს სკოლის ეზოს და არამარტო სკოლის მოსწავლეებს, არამედ ახლომდებარე მცხოვრებ ახალგაზრდებსაც აქვთ საშუალება ივარჯიშონ ამ მოედანზე და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.