3rd Feb

მოსწავლეთა ინიციატივით სოფელი გლოლა განათებულია

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით გაკეთდა შიდა საუბნო გზების განათება. სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვდნენ გლოლის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულს, ბატონ გრიგოლ ბერიშვილს და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ შალვა ჯაფარიძეს და მათთან ერთად განიხილეს სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა - სოფლის შიდა საუბნო გზებზე გარე განათების არ არსებობა, რაც განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში სიძნელეებს უქმნდა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას.

ადგილობრი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდების ინიციატივა მოიწონეს და მიიღეს გადაწყვეტილება -  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო ოცი ათასი ლარი საჭირო სამუშაოს შესასრულებლად.

დღეს სოფლის შიდა საუბნო გზები  განათებულია.