5th Jan

გამწვანების აქცია ადგილობრივ ხელისუფლბასთან ერთად

ტყიბულის №6  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმატებით ითანამშრომლეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მათთან ერთად გამწვანების აქცია მოაწყვეს.

,,ჩვენს კლუბს კარგი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად.   როცა საქართველოს პატრიარქმა ყველას მოგვიწოდა, ერთი ხე მაინც დაგვერგო, ჩვენ გადავწყვიტეთ სამოქალაქო კლუბის ინიცაიტვით  მასშტაბური გამწვანების აქცია მოგვეწყო. დავუკავშირდით ადგილობრივ თვითმმართველობას, კერძოდ, ტყიბულის გამგებელს ბ-ნ თემურ ჩუბინიძეს და ვთხოვეთ ამ ინიციატივისთვის მხარი დაეჭირა.’’ - სთქვა ნოე თოფაძემ, ტყიბულის მე-6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა.

ადგილბრივი ხელისუფლება გამოეხმაურა კლუბის წევრების ინიცაიტივას და  გამწვანების აქციისთვის უზრუნველყვეს ნაძვის  ნერგები. გამგეობის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვნენ  აქციაში  და მოსწავლეებთან ერთად  დარგეს ნაძვის ხეები გამწვანებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე.