5th Jan

წიგნები ბავშვებს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი  სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 150 წიგნით გაიზარდა. წიგნების  ღირებულება შეადგენს 1000 ლარს. 

სკოლის სამოქალაქო კლუბმა წარმატებით  განახორციელა წიგნის   პოპულარიზაციის ინიციატივა,  კლუბის წევრებმა  ითანშრომლეს  გაზეთ ,,P.S.’’ - თან არსებულ   ,,მომავალი თაობის წიგნიერების განვითარების ფონდთან’’. მათ წერილობით მიმართეს   გაზეთის რედაქტორს, ნატო გუბელაძეს და სთხოვეს სკოლის წიგნადი ფონდის გამდიდრებაში მხარდაჭერა.  დახმარებამ არ დააყოვნა.

,,ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად ახორციელებს ასეთი  ტიპის აქციებს. რედაქციასთან არსბობს ,,მომავალი თაობის წიგნიერების განვითარების ფონდი’’, სადაც შემოწირულობებს აკეთებენ სხვადასხვა ბიზნეს კომპანიები, თუ კერძო პირები. შესაბამისი თანხით ჩვენ ვიძენთ წიგნებს და გადავცემთ მას სკოლებს, სადაც დევნილი  და სოციალურად დაუცველი ბავშვები სწავლობენ, ამიტომ სამოქალაქო კლუბის თხოვნას, მათი  სკოლისთვის გადაგვეცა წიგნები, დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. ჩვენ ძალიან ხშირი და  კარგი ურთერთობა გვაქვს  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან.’’ - განაცხადა გაზეთ P.S.-ის რედაქტორმა ნატო გუბელაძემ.

სამოქალაქო კლუბის ინიციატვას სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნონო ბოლოთაშვილიც დადებითად აფასებს: ,,ეს ჩვენი სკოლისთვის და მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი საჩუქარია, ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გაზეთს, და მასთან ერთად ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბს.’’

,,გვიახარია, რომ ჩვენი ინიციატივა წარმატებით დასრულდა, ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ გაზეთ ,,P.S.’’-თან თანამშრომლობას’’ - სთქვა მარიამ გოჩელაშვილმა, სამოქალაქო კლუბის წევრმა.