5th Jan

საგაზეთო სივრცე კლუბის წევრების სტატიებისთვის

წყალტუბოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების სტატიები ადგილობრივ გაზეთ ,,წყალტუბოში’’ გამოქვეყნდა. გაზეთის რედაქციამ საგაზეთო სივრცე მოსწავლეებს უსასყიდლოდ დაუთმო.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში წყალტუბოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად განახორციელეს ფორუმზე შემუშავებული საპროექტო წინადადება ,,ხელი ხელს მედიას + ჩვენ’’. ინიციატივის განხორციელებას მენტორობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ეკა სიმსივე უწევდა

ეკა სიმსივე: ,,წინასწარ გავთვალეთ  ღონისძებები და მოსალოდნელი შედეგები, ძალიან წარმატებით ვითანამშრომლეთ წყალტუბოს საჯარო სკოლების დირექტორებთან, ადგილობრივ მედიასთან’’.

პირველ ეტაპზე შეიქმნა  კვლევის ჯგუფი, რომლებმაც შეადგინეს კითხვარი,  პროგრამის ყველა სამიზნე სკოლაში ჩაატარეს გამოკითხვა ადგილობირვი მედია ორგანიზაციების შესახებშედეგები ადგილობრივი გაზეთის რედაქტორს, მურთაზ კანკაძეს წარუდგინეს, რომლებმაც მოსწავლებისათვის მოაწყო ვორქშოპი მედია საკითხებზე.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა გაზეთ ,,წყალტუბოს’’ რედაქციასთან წარმატებით სხვა კუთხითაც ითანამშრომლეს. 

წყალტუბოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის გამოცხადდა სტატიების კონკურსი ახალგაზრდულ თემატიკაზე.  კონკურსში პროგრამის სამიზნე სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავიანთ სტატიებში მათ ირგვლივ არსებულ ახალგაზრდულ პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. საინიცაიტვო ჯგუფის წევრებმა წერილობით მიმართეს გაზეთ ,,წყალტუბოს’’ რედაქციას, საგაზეთო სივრცის გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც კონკურსში გამარჯვებული სტატიები განთავსდებოდა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს, გაზეთ ,,წყალტუბოს’’ ერთ-ერთი ნომერი სამოქალაქო კლუბის წევრების სტატიებს დაეთმო.

,,ჩვენი ვალდებულებაცაა ახალგაზრდებს  გავუღოთ ჩვენი რედაქციის კარი, ჩვენ მზად ვართ, ყველა მათ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ და ვუმასპონძლოთ მათ ვიზიტებს.’’ -განაცხადა მურთაზ კანკაძემ.