6th May

ახალგაზრდები უკეთესი მმართველობის მშენებლობისათვის

2011 წლის 28 აპრილს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი - ახალგაზრდები უკეთესი მმართველობის მშენებლობისათვის.

ახალგაზრდული ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ  ამერიკული ორგანიზაცია PH International - საქართველოს ოფისისა და ამერიკის შეერთებულიშტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ინიცირებულსამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამისფარგლებშიჩართული იმერეთის საჯარო სკოლების დირექტორები,  9-12 კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ახალგაზრდული სათათბიროს წევრები, სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია სამსახურების წარმომადგენლები.

ფორუმის 120-მდე მონაწილე სამუშაო ჯგუფებად დაიყო და წარმოადგინეს მათ მიერ იდენტიფიცირებული რეგიონში არსებული ახალაგზრდული პრობლემები.

ფორუმზე მუშაობის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები და საპროექტო წინადადებებ საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე დაყრდნობით, რომელიც მომზადებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ.