23rd Ja

ფრთხილად, აქ სკოლაა!

ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლა გზის პირას მდებარეობს,  მძღოლები არ ითვალისწინებენ სკოლის მდებარეობას და მაღალი სიჩქარით მოძრაობენ, რამაც რამდენჯერმე ავტოსაგზაო შემთხვევაც გამოიწვია. ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა პრობლემის მოგვარებას   მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში შეეცადნენ და წარმატებას მიაღწიეს.

 

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგები თემებზე: ,,ადგილობრივი თვითმმართველობების მოვალეობები’’ და  ,,უსაფრთხოების წესები’’, დამზადდა ფლაერები ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის წესების შესახებ, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და თემში დაარიგეს. სკოლის სამოქალაქო კლუბმა სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით წერილობით მიმართა საპატრულო პოლიციას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგების ჩატარების შესახებ. საპატრულ პოლიციის თანამშრომლების მიერ  ტრენინგი მოძრაობის წესების შესახებ ჩატარდა ტრენიგი, რომელსაც 50 უმცროსკლასელი მოსწავლე ესწრებოდა. 

 

კლუბის წევრებმა შეაგროვეს ხელმოწერები  სკოლასა და თემში, სკოლის წინ სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის დამონტაჟების  შესახებ.  ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრულო პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად კლუბის წევრთა მოთხოვნა  დაკამყოფილდა.

 

,,მას შემდეგ რაც ეს ბარიერები დამონტაჟდა, უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობთ თავს.’’- განაცხადა  მე-5 სკოლის მოსწავლის მშობელმა ინგა დარსაველიძემ.