23rd Ja

თემის პრობლემა სოფელ ჭობისხევის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მოგვარდა

ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და სოფლის თვითმმართველობის თანამშრომლობით, სოფელში არსებული ორი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა - გადასასვლელ ხიდს დაუმონტაჟდა მოაჯირები და სოფელის  ნაგავსაყრელი გასუფთავდა და შომოიღობა.

ჭობისხევის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა სამოქალქაო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტის პროექტის ფარგლეში, რომლის თემა თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას გულისხმობდა სოფელში პრობლემების გამოვლენის მიზნით, გამოკითხვა ჩაატარა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოავლინა სოფლის ორი მნიშვნელოვანი პრობლემა. ამ საკთხებზე მსჯელობა ადილობრივ თვითმმართველობასთან შეხვედრაზე შედგა.

ახალგაზრდების ინიციატივას სოფლის თვითმმართველობის გადაწყვეტილება მოჰყვა და სოფელში არსებულ გადასასვლელ ხიდს დაუმონტაჟა მოაჯირები, სოფლის ცენტრში არსებული ნაგავსაყრელი გაიწმინდა და შომოიღობა. შემდეგ,  აღნიშნული ტერიტორია  კლუბის წევრებმა ნარგავებით გაამწვანეს.