20th Ja

მოსწავლეების ინიციატივით სავალი გზის საფარი მოწესრიგდა საქობოში

საქობოს სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით მოწესრიგდა სავალი გზის საფარი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სოფელში მიმდინარე საგზაო სამშენებლო სამუშაოების დროს სკოლასთან არსებული სავალი გზის საფარი არ გაკეთდა. ამ პრობლემის ადვოკატირება სკოლის სამოქალაქო კლუბმა გადაწყვიტა. მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად ესტუმრნენ სოფლის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, რომელმაც თავის მხრივ შპს საგზაო სამშენებლო კომპანია „ქიზიყი“, რომელმაც კონკრეტულად შეასრულა საგზაო სამშენებლო სამუშაოები, მოიწვია შეხვედრაზე. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოსწავლეების მიერ დაყენებულ პრობლემას ადგილობრივი ხელისუფლება საგზაო სამშენებლო კომპანიასთან ერთად მოაგვარებდა.  ადგილობრივმა ხელისუფლებამ 7 ტონა ასფალტი და მუშახელი გამოყო პრობლემის მოსაგვარებლსად, რომლის საერთო ღირებულებამ ჯამში  1000 ლარი შეადგინა. მოსწავლეების მიერ ინიცირებული პრობლემა მოგვარდა და სამშენებლო სამუშაოები წარმატებით დასრულდა.