21st Ja

ონის სამოქალაქო კლუბის წარმატებული ინიციატივა

2013  წლის 6 დეკემბერს ქ. ამბროლაურში, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს–ცენტრის ოფისში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი. ონის სკოლების სამოქალაქო კლუბების  მიერ შემუშავებული პროექტი ,,ბევრისთვის უცნობი ჩვენი განძი", შეეხებოდა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პოპულარიზაციას, რომლის ექსპონანტებიც შეტანილია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

ონის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში დამზადდება საინფორმაციო ფლაიერები, შეიქმნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც  განთავსდება ინტერნეტსივრცეში, ქალაქის შესასვლელში დაიდგმება აბრა მუზეუმის ადგილმდებარეობის მინიშნებით.

მოსწავლეებმა  ფორუმზე მოწვეულ, ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს,  თხოვნით მიმართეს მუზეუმის შენობის შეკეთებისთვის საჭირო  თანხის გამოყოფის თაობაზე. საპროექტო წინადადება ონის მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მოადგილემ თეიმურაზ გრძელიშვილმა და შ.პ.ს. ,,მოედანი"–ს წარმომადგენელმა ბაქარ ჯაფარიძემ მოიწონეს და მხარი დაუჭირეს.

გადაწყვეტილებამ არ დააყოვნა, 2013 წლის 24 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით აცნობა მხარეთნმცოდნეობის მუზეუმს:

„2013 წლის 6 დეკემბერს რეგინულ ახალგაზრდულ ფორუმზე ონის სამოქალაქო კლუბის მიერ შემუშავებული საპროექტო წინადადების განსახორციელებლად ონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა ონის მახარეთმცოდნეობის მუზეუმის რემონტისთვის საჭირო თანხა.“

წერილს თან ახლავს შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა და ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანხა 9500 ლარს შეადგენს.