13th De

მწვანე ყუთები საქართველოს პარლამენტში

2013 წლის 28 ნოემბერს ქუთაისის  #25 საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბის „არკადიმიას“ ინიციატივით საქართველოს პარლამენტში მწვანე ყუთები განთავსდა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით  მიმართეს პარალამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ცაგარეიშვილს პარალამენტში მაკულატურის შეგროვების ნებართვის თხოვნით.

2013 წლის გაზაფხულზე სამოქალაქო კლუბსა და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საპარლამენტო კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელის ფარგლებში დღემდე კლუბისა და კომიტეტის თანამშრომლობით არაერთი საინტერესო გარემოსდაცვითი ინიციატივა განხორციელდა.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრები  საქართველოს პარლამენტში შეგროვილ მაკულატურას ჩააბარებენ  და მიღებული თანხით მწვანე ნარგავებს შეიძენენ, რითაც ხელს შეუწყობენ მწვანე გარემოს შექმნას სკოლისა და ქალაქის ტერიტორიაზე.

,,პარლამენტში უმარავი მაკულატურა გროვდება, ამიტომაც არ შეიძლება არ მიესალმო სამოქაქლაქო კლუბის ინიცაიტვას და მხარი არ დაუჭირო მათ, ჩვენი ეს მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთად, გარდა იმისა, რომ ახლაგაზრდულ წამოწყებებს ვუჭერთ მხარს, ვუფრთხილდებით თითეულ ხეს’’- განცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.