28th No

კლუბ ,,მართვეს“ წევრებმა წარმატებით ითანამშრომლეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

კლუბ ,,მართვეს“ წევრებმა წარმატებით ითანამშრომლეს ადგილობრივ 

ხელისუფლებასთან

მცხეთა–მთიანეთის რეგიონის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 

წევრებმა დაგეგმილი ინციატივების განსახორციელებლად წარმატებით ითანამშრომლეს 

ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

მოსწავლეებმა ინიციატივით მიმართეს სოფლის რწმუნებულს დახმარება გაეწია სკოლის ეზოში 

სასმელი წყლის მოწყობის საკითხში. სოფლის რწმუნებულმა კობა ბიჭინაშვილმა გაიზიარა 

მოსწავლეების თხოვნა და პრობლემის დროულად მოგვარების აუცილებლობა და სკოლის ეზოში 

უკვე მიმდინარეობს ონკანის მოწყობა. 

გარდა ამისა, კლუბ „მართვეს“ წევრებს საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი ხევსურთსოფლის 

საჯარო სკოლაში თანატოლებთან. შეხვედრის მიზანი იყო საკლუბო საქმიანობის და გამოცდილების 

გაზიარება. მოსწავლეებმა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის ისევ თვითმმართველობას 

მიმართეს დახმარებისთვის. 

ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ხევსურთსოფელში 15 ნოემბერს შეხვედრა 

შედგა. შეხვედრა ნაყოფიერი იყო ორივე სკოლის მოსწავლეებისათვის. სტუმრებმა წარმოადგინეს 

პროგრამისა და საკლუბო საქმიანობის პრეზენტაცია, შემდეგ მოეწყო ინტელექტუალური შეჯიბრი. 

შეხვედრისათვის გაიხსნა ,,იდეების ყუთი“, რომელმაც მონაწილეთა გზავნილებს მოუყარა თავი. 

დაიგეგმა ახლი საქმიანი შეხვედრა, რომელიც უკვე სიმონიანთხევში შედგება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ,,მართვეს“ 15 წევრი, მასპინძელი სკოლის 25 მოსწავლე, 8 

მასწავლებელი და 1 მშობელი.

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი