5th Nov

მოსწავლეების ინიციატივით სკოლის წინ საგზაო ნიშანი დაიდგა

გორის მე-7  საჯარო  სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლის წინ გაკეთდა გადასასვლელი და დაიდგა საგზაო ნიშნები.
 სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დახმარება გაეწია სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების საგზაო უსაფრთხოებისთვის, რადგან გორის მე-7 სკოლა მდებარეობს ცენტრალური გზატკეცილის გასწვრივ,  ხოლო სკოლის წინ არ იყო  გადასასვლელი, რაც საფრთხეს უქმნიდა  მოსწავლეებს და სკოლის ადმინისტრაციას. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წერილი გაიგზავნა  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში,   რომლის წარმომადგენელიც თავად შეხვდა კლუბის ლიდერს და პრობლემის მოგვარებასაც დაპირდა.
ამ ინიციატივის შესახებ კლუბის ლიდერმა საკუთარ ბლოგზე  გააკეთა კომენტარი:   „მე  და სამოქალაქო კლუბის წევრებს გვაწუხებდა ეს პრობლემა და მივმართეთ გამგეობას დახმარებისთვის...    ერთ დღესაც საპატრულო პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ სკოლის წინ გააკეთებდნენ საგზაო ნიშნებს და მე დავრწმუნდი, რომ ჩვენს შრომას უშედეგოდ არ  ჩაუვლია.   მე-7 სკოლის წინ დაიდგა საგზაო ნიშნები და დაიხაზა გადასასვლელი,  რომელიც არამარტო ჩვენთვის არამედ სხვა ადამიანების უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი“ .