25th Fe

ალგეთის #1 სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის #1 საჯარო სკოლა საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს.  გზებზე ავტომანქანების აქტიური და დიდი სისწრაფით მოძრაობა საფრთხეს უქმნიდა  სკოლის 440 -ზე მეტ მოსწავლეს და პედაგოგს. ხშირი იყო სკოლის წინ ავტო ავარიის შემთხვევებიც.

               ამ  პრობლემის მოგვარების მიზნით სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა და სკოლის ადმინისტრაციამ თხოვნით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და კომპანია „სოკარს“. ეს უკანასკნელი სკოლას ხშირად ეხმარება სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში.

  2013 წლის დასაწყისში სამოქალაქო კლუბის ინიციატივა დაკმაყოფილდა და კომპანია სოკარის ფინანსური მხარდაჭერით   სასწავლო პროცესის განახლების პერიოდისთვის  სკოლის წინ მოძრაობის შემაფერხებელი სამი ბარიერი გაკეთდა.  გარდა ბარიერისა- სკოლასთან მკვეთრ მოსახვევში დამონტაჟდა გზის სარკეც, რაც ასევე  ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს.

            ელმარ ომაროვმა და  დევრინ ბაირამოვმა, სასკოლო სამოქალაქო  კლუბის ლიდერებმა სთქვეს რომ, ალგეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი აქტიურად განაგრძობს თემისა და სკოლის პრობლემების მოგვარებას და  ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობას.