13th Ma

შეაჩერე კორონავირუსი, შექმენი ვიდეო თემაზე ,,როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან“.

შეაჩერე კორონავირუსი!

შექმენი ვიდეო თემაზე ,,როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან“.


სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ იწვევს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ვიდეოების შესაქმნელად.


შეფასების კრიტერიუმები:

- ვიდეო არ უნდა იყოს 2 წუთზე მეტი ხანგრძლივობის;

-      ვიდეოში შემოქმედებითი ფორმით წარმოდგენილი უნდა იყოს კორონავირუს COVID-19-ისგან თავდაცვის გზები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს: https://bit.ly/2IGnRBJ და https://stopcov.ge

- ვიდეოებში შემოქმედებითი ფორმით აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალ სამოქალაქო თვითშეგნებაზე, თვითიზოლაციის წესების დაცვის აუცილებლობაზე, სანიტარული ნორმების, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვაზე და ა.შ.

- ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, გთხოვთ, ნუ ჩაწერთ ვიდეოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.


ვიდეოს ატვირთვა:

- ვიდეო უნდა აიტვირთოს მოსწავლის და/ან სასკოლო სამოქალაქო კლუბის ფეისბუქ გვერდზე და აუცილებლად უნდა მიეთითოს ჰეშთეგი #შეაჩერეCOVID19

- კონკურსში მონაწილეობისათვის, ვიდეო შექმნასა და ფეისბუქ გვერდზე ატვირთვასთან ერთად, ვიდეოს ავტორმა უნდა შეავსოს ბმულზე https://civics.ge/contest/ მოცემული მარტივი ფორმა. 

-  შევსებული ფორმის გარეშე ვიდეოები არ განიხილება.


გამარჯვებული ვიდეოების შერჩევა:

- მოწოდებული ვიდეოები შეფასდება შინაარსის, შემოქმედებითობის, მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარების რაოდენობის მიხედვით;

- გამოვლინდება რამდენიმე გამარჯვებული ვიდეო;

- გამარჯვებული ვიდეოები გაზიარდება პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/civicinitiatives/

- გამარჯვებული ვიდეოების ავტორები დაჯილდოვდებიან მაღალი ხარისხის ბლუთუზ დინამიკით.


ვიდეოების ატვირთვის ბოლო ვადაა 2020 წლის 22 მარტი.


სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.