13th Oc

გამოცხადდა ბლოგების კონკურსი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის -„სამოქალაქო განათლების გზავნილები“

PH International საქართველო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული  პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში აცხადებს ბლოგების კონკურსს პროგრამაში ჩართული სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის. კონკურსი ხელს შეუწყობს პედაგოგებს შორის ინფორმაციისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას. ამასთანავე, კონკურსის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება სამოქალაქო განათლებისა და კარგი მოქალაქეობის მნიშვნელობის შესახებ.    

სამოქალაქო განათლების  პედაგოგებმა უნდა მოიძიონ და საკუთარ ბლოგებზე განათავსონ შემდეგი სახის ინფორმაცია:

1. სამოქალაქო განათლების თემატიკასთან დაკავშირებული ციტატები ქართველი მწერლების შემოქმედებიდან, კარგი მოქალაქეობის მაგალითები ცნობილი ქართველი ადამიანების ცხოვრებიდან, ამონარიდები საქართველოს ისტორიიდან თუ ყოველდღიურობიდან. მოცემულ ინფორმაციას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს პედაგოგის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით;

ან / და

2. ინფორმაცია მოსწავლეების სამოქალაქო აქტივობების შესახებ, რაც პედაგოგმა უნდა დაუკავშიროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ისტორიას ან ცნობილი ქართველი მწერლების ციტატებს. 

ბლოგზე განთავსებული თითოეული ინფორმაცია (თითოეული ბლოგპოსტი) არ უნდა აღემატებოდეს 70 სიტყვას. 

სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები:  

•     ავტორის მიერ განთავსებული ჩანაწერები გაკეთებული უნდა იყოს ქართული შრიფტით (Sylfaen);

•     თითოეულ ატვირთულ ინფორმაციას თან უნდა ახლდეს შესაბამისი შინაარსის ფოტო;

•     ბლოგზე აუცილებლად უნდა იყოს გააქტიურებული ვიზიტორების მრიცხველი; 

•     ბლოგზე უნდა არსებობდეს ცალკე სექცია „ჩემ შესახებ”, რომელშიც განმარტებული იქნება ბლოგის მიზნები და მითითებული იქნება ბლოგის ავტორის სახელი, გვარი, რეგიონი და სკოლა; 

•     ყველა ბლოგი, რომელსაც პედაგოგები შექმნიან, დაკავშირებული იქნება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ვებგვერდთან ctf.org.ge, ხოლო ბლოგზე ატვირთული ზოგიერთი ახალი ინფორმაციის გავრცელება ასევე მოხდება პროგრამის „მომავლის თაობა“ მიერ სოციალური ქსელებისა და ვებგვერდის გამოყენებით.    

საკონკურსო პირობები და პერიოდი: 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პროგრამაში „მომავლის თაობა“ ჩართული სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს;

პედაგოგებმა უნდა შექმნან ბლოგები და მათზე განათავსონ ინფორმაცია 2016 წლის 11 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 მარტის ჩათვლით; გამარჯვებულები  2017 წლის მაისში გამოვლინდებიან; პედაგოგებს ვურჩევთ, ბლოგზე ინფორმაციის განთავსება დაიწყონ კონკურსის გამოცხადებისთანავე, 2016 წლის ოქტომბრიდან;

ბლოგების შეფასებისას ყურადღება მიექცევა შემდეგ მახასიათებლებს:

1. ბლოგზე მოცემული ინფორმაციის შესაბამისობა საკონკურსო თემატიკასთან;

2. ბლოგზე მოცემული ინფორმაციის შინაარსი; 

3. ბლოგზე მოცემული ინფორმაციის მრავალფეროვნება;

4. ბლოგზე მოცემული ინფორმაციის რაოდენობა (მაგ, რამდენი ახალი ინფორმაცია განათავსა პედაგოგმა ბლოგზე);

5. მნახველებისა და გამოხმაურებების რაოდენობა;

პედაგოგთა ბლოგებს შეაფასებენ სამოქალაქო განათლების ექსპერტები,  ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა სპეციალისტები;

ის პედაგოგები, რომლებმაც უკვე გაიმარჯვეს პროგრამის „მომავლის თაობა“ მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში და დაჯილდოვდნენ 2016 წლის გაზაფხულზე, მიმდინარე კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.     

გამარჯვებულების გამოვლენა:  

•     გამოვლინდება 3-5 გამარჯვებული. ყველა მონაწილე, რომელიც რეგულარულად განათავსებს ბლოგზე კონკურსის მოთხოვნების შესაბამის ინფორმაციას, მიიღებს მონაწილეობის სერტიფიკატს. გამარჯვებულები კი დაჯილდოების ცერემონიალზე ტექნიკის პრიზებით დასაჩუქრდებიან.        

 ინსტრუქცია:  

იხილეთ ბლოგის შექმნის ტექსტური ინსტრუქცია    

იხილეთ ბლოგის შექმნის ვიდეო ინსტრუქცია

იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია „როგორ დავამატოთ სტატისტიკის მთვლელი ბლოგზე“

იხილეთ ტექსტური ინსტრუქცია „როგორ დავამატოთ სტატისტიკის მთვლელი ბლოგზე“ 

იხილეთ ტექსტური ინსტრუქცია „პოსტის დამატება“ 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბლოგის შექმნისა და მასზე პირველი საკონკურსო ინფორმაციის განთავსებისთანავე შეავსეთ განაცხადის ფორმა, რომელიც მოცემულია ბმულზე:

http://civics.ph-int.org/shared/prj_survey_apply.php?id_survey=561

განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ბლოგი გამოჩნდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ვებგვერდზე  მოცემულ პედაგოგთა ბლოგების სექციაში http://ctf.org.ge/blogs