4th Mar

კონკურსი -„სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისთვის“

PH International - საქართველო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული  პროგრამისმომავლის თაობაფარგლებში აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია გამოავლინოს მოსწავლეთა მიერ სოციალური ქსელების გამოყენებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები, რომლებიც  ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისა და საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების მოგვარებას.

 

კონკურსის აღწერა: კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ მათი თანატოლებისა თუ საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემა (მაგ, მავნე ჩვევები ახალგაზრდებში, ბავშვთა უფლებების დაცვა, თანატოლთა შორის ჩაგვრის (ბულინგის) პრევენცია, სოფელში, დაბასა თუ ქალაქში არსებული პრობლემის მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, გარემოსდაცვითი აქტივობა, სოციალურად დაუცველთა საჭიროებები და ა.შ. პრობლემის განსაზღვრის შემდეგ, კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა სოციალური ქსელის გამოყენებით უნდა მოიპოვონ თანამოაზრეები მათ მიერ შერჩეული პრობლემის გადასაჭრელად. მოსწავლეებმა პროექტის დაგეგმვა/განხორციელების ყველა ეტაპზე  უნდა გამოიყენონ მინიმუმ ერთი ან რამდენიმე საშუალება შემდეგი სოციალური ქსელებიდან: Facebook, YouTube, ბლოგი. პროექტის განხორციელებაში ჩართული უნდა იყოს მინიმუმ 30 მოსწავლე. პროექტმა უნდა მოიტანოს კონკრეტული შედეგი.

 

მოსწავლეებმა პროექტისთვის უნდა შეარჩიონ ისეთი თემები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესსა და საჭიროებებს პასუხობს. პროექტის სახელის, მიზნისა და განხორციელების გეგმის დამუშავების შემდეგ, დაინტერესებული მოსწავლეები უნდა შეეცადონ  იდეის გარშემო შემოიკრიბონ მაქსიმალურად ბევრი თანამოაზრე და პროექტის განხორციელებაში ჩართონ სხვადასხვა უწყებები. სოციალური ქსელის მეშვეობით მოსწავლეებმა საზოგადოებას წინასწარ უნდა აცნობონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

 

ნიმუშად შეგიძლიათ იხილოთ მსგავსი ინიციატივები:

 
http://on.fb.me/1WMIzzj
https://www.facebook.com/Tbilisitrees?fref=ts
https://www.facebook.com/groups/630839007052840/
https://goo.gl/hBealD
https://goo.gl/Bi9FzQ
https://www.facebook.com/daasuptave/?fref=ts

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

  • პროექტის განხორციელებით საზოგადოების სასარგებლოდ მიღწეული კონკრეტული შედეგი;

  • პროექტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა;

  • მომხმარებლების აქტივობა (კომენტარები, გაზიარება) იმ სოციალურ ქსელში, რომლის საშუალებითაც ხორციელდება პროექტი;

  • სოციალურ ქსელში პროექტთან დაკავშირებული ჩანაწერების (პოსტების) მრავალფეროვნება (ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა) და განთავსების სიხშირე;

  • პროექტის განხორციელებაში სხვადასხვა მხარეების ჩართვა (სკოლის ადმინისტრაცია, ადგილობრივი მედია, ადგილობრივი თვითმმართველობა და ა.შ. ასეთი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს პროექტისთივის განკუთვნილ სოციალურ ქსელში;

  • პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც გულისხმობს საქმიანობის გაგრძელებას საკონკურსო ვადის დასრულების შემდეგაც;

  • პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, სადაც გამოყენებული იქნება ვიდეო ელემენტები.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

 

 

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ პროგრამის „მომავლის თაობა“  პარტნიორი სკოლების მე-9-12-ე კლასის  მოსწავლეებს; (პარტნიორი სკოლების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე

  • ერთ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ერთ კონკრეტულ ჯგუფს  შეუძლია მაქსიმუმ 2 საკონკურსო პროექტის წარმოდგენა;

  • კონკურსის მონაწილემ, საკონკურსო პროექტის განხორციელებისთვის უნდა დაარეგისტრიროს ფეისბუქის გვერდი (like page), ფეისბუქის ღია ჯგუფი (Group), YouTube არხი ან ბლოგი, სადაც შესაბამის სექციაში მითითებული იქნება პროექტის ავტორის/ების სახელი და გვარი, სკოლა და პროექტის მიზნები;

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა;

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2016 წლის 31 მარტამდე  უნდა გაიარონ რეგისტრაცია, ამისათვის დააჭირეთ განცხადების ქვემოთ არსებულ ბმულს დარეგისტრირდი". გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2016 წლის მაისის ბოლოს. გამარჯვებული პროექტების ავტორებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მცირე პრიზები. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ პროექტს ჰყავს ერთზე მეტი ავტორი, 1 პრიზი გადაეცემა ავტორთა ჯგუფს.  

 

კონკურსში მონაწილე პროექტების ნახვა შესაძლებელი იქნება საიტზე www.civicsnet.ge, სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ.