24th Ma

მოხალისეობის განვითარების პროგრამა „საქართველოს მოხალისე“

2015 წლის 25 მარტს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება  მოხალისეობის განვითარების პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია. 
 
პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა. საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. 
 
პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს 10 რეგიონში (1 რეგიონი - 1 ორგანიზაცია) კონკურსის საფუძველზე  შეირჩა 10 რეგიონალური ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოხალისეების შერჩევას და  კოორდინირებას. 
 პროგრამის ფარგლებში  საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 134 მოტივირებული მოხალისე, 2 მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან.  შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის" სტატუსს. 
 
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 25 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით  საიტზე www.mokhalise.ge 
 
შერჩეული ახალგაზრდები 6 - დან 10 მაისის ჩათვლით დაბა ბაკურიანში  გაივლიან ტრენინგ კურსს და მიიღებენ „საქართველოს მოხალისის“ სტატუსს. 
 
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საიტზე www.mokhalise.ge ან პროექტის კოორდინატორებთან. (ტელ:+599428244; 555910926 E-mail: a.khabareli@msy.gov.ge)